გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ პროფესიონალურად იქცევა პოლიცია, სამწუხაროდ, ერთი პოლიციელი დაშავდა, ასევე საჭირო გახდა ზოგიერთი მოძალადის დაკავება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, თუმცა ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით.
„გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ პროფესიონალურად იქცევა პოლიცია. მინდა, მათ მადლობა გადავუხადო. სამწუხაროდ, ერთი პოლიციელი დაშავდა, ასევე საჭირო გახდა ზოგიერთი მოძალადის დაკავება. აქცია მიმდინარეობდა და ეს არის გამოხატვის თავისუფლება, მათ არავინ უშლის ხელს, პირიქით, პოლიციელების სურვილი იყო, დაცული ყოფილიყო აქციის მშვიდობიანი ხასიათი, უსაფრთხოება, თუმცა შემდეგ ვნახეთ, რაც მოხდა – იყო პიკეტირების მცდელობა. ამასთან დაკავშირებით მათ პოლიციამ უთხრა, არ მომხდარიყო გვერდითა ქუჩების გადაკეტვა, რათა პარლამენტის საქმიანობას საფრთხე არ შემქნოდა. მცდელობა იყო პოლიციაზე მიწოლის, რათა ინციდენტები ყოფილიყო.
მივმართავ მათ, ვინც ასეთ აქციაზე არის ხოლმე, რადგან შემდეგ მათგან გვესმის, მშვიდობიანი აქცია იყო და პოლიციას რატომ მოუწია ძალის გამოყენებაო – ვინც რუსთაველის გამზირზე დგას და მოცილებულია გვერდითა ქუჩას, დააკვირდნენ, გვერდითა ქუჩებზე რა ხდება. წინა ხაზები პოლიციასთან ფიზიკურ კონტაქტში შედიოდნენ, რათა გამოეწვიათ პოლიციის რეაქცია. ამიტომ, ყველას შეუძლია თავისი აზრი გამოხატოს, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ძალადობა დაუშვებელია როგორც ინდივიდვალურად, ასევე კოლექტიურად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელს ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენეს.