ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.

ახალი საბავშვო ბაღი 50 ბავშვზე იქნება გათვლილი; მოეწყობა დამხმარე ინფრასტრუქტურა, შიდა და გარე სივრცეები. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში კიდევ 9 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა – რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტების ღირებულება, რომელიც 12 273 921 ლარს შეადგენს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს – მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები