როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთით მდგარი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. საქართველოში ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.

დასავლეთ საქართველო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +18, +23°; მაღალ მთაში ღამით 0, +5°, დღისით +16, +21°.

აღმოსავლეთ საქართველო – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +5, +10°, დღისით +20, +25°; მთაში ღამით +3, +8°, დღისით +17, +22°; მაღალ მთაში ღამით -1, +4°, დღისით +12, +17°.

თბილისი – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +10°, დღისით +24°.

ქართლი (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი იქნება.

კახეთი (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონები (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონები (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი იქნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები