როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 აპრილს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი და შედარებით ნოტიო ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა; აღმოსავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში წვიმა. საქართველოში იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი.
თბილისი: მცირე წვიმა, შესაძლებელია ნისლი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +20°
ბათუმი: დღის მეორე ნახევრიდან მცირე ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +19°.
ქობულეთი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +19°.
ქუთაისი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +22°.
ზუგდიდი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: + 20°.
ანაკლია: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +20°
ოზურგეთი: დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +22°.
ონი: დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +19°
გორი: ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურაა: +19°
ცხინვალი: დღის მეორე ნახევრიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +18°.
მარნეული: მცირე წვიმა, შესაძლებელია ნისლი. ჰაერის ტემპერატურა:+20°
რუსთავი: მცირე წვიმა, შესაძლებელია ნისლი. ჰაერის ტემპერატურა:+20°
ახალციხე: დღის მეორე ნახევრიდან წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +20°
ბორჯომი: დღის მეორე ნახევრიდან წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +20°
ბაკურიანი: წვიმა. ჰაერის ტემპერატურა: +14°
სტეფანწმინდა: წვიმა ,შესაძლებელია ნისლი. ჰაერის ტემპერატურა: +10°
თელავი: წვიმა,შესაძლებელია ნისლი. ჰაერის ტემპერატურა: +20°