დმანისში 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან, საკრებულოს წევრებთან და მოქალაქეებთან ერთად, სოფელ ბოსლებში, 9 აპრილს
დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის პროტოსინგელოსმა დიონისე გვიმრაძემ 9 აპრილს დაღუპულთა სულის
მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. რის შემდეგაც სოფელ ბოსლების საჯარო სკოლა მცირე, თემატური ღონისძიებით წარდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები