ბორჯომში მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა – გიორგი ფერაძემ და ჯუმბერ კურტანიძემ, საკრებულოს დეპუტატებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
მამა იოანემ (ხეცურიანი) დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომლის დასრულების შემდეგ, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით ადგილზე ღონისძიება გაიმართა.
35 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული აქცია, მშვიდობიანი მომიტინგიების დარბევით დასრულდა, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით ადამიანი კი დაშავდა.
9 აპრილი, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.