გორში 9 აპრილს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან და ადგილობრივ მოქალაქეებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ გადაიხადა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები