ჭიათურაში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და  9 აპრილის სკვერში მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს.

„9 აპრილი  ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია ჩვენი  ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ერთ მუშტად შეკრულ საქართველოს  რეპრესიული რეჟიმი დაუპირისპირდა, რომელმაც სასტიკად დაარბია და დასაჯა ქართველი ხალხი. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირებს და ვთქვა, რომ მომავალ თაობებს ისინი მუდამ ემახსოვრებათ და პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას.  – აღნიშნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ.

მამა  გიორგი წერეთელმა,ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები