სამტრედიაში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

35 წელი გავიდა 1989 წლის სისხლიანი აპრილის შემდეგ.

თარიღი, რომელიც ერთდროულად ტკივილისა და ქართველთა დიდი თავისუფლების სიმბოლოა, თითოეული ქართველისთვის ძვირფასია.

დღეს კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.

მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ ჯამბურია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები, დილიდან 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ და გაიხსენეს წარსული უახლესი ისტორიიდან.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებულმა ,,მოსწავლეთა პარლამენტმა” და თეატრალურმა წრემ დღევანდელ დღეს თემატურად დატვირთული ღონისძიება მიუძღვნა.

9 აპრილის მემეორეალი დღეს კიდევ ერთხელ შეამკეს ყვავილებით და სანთლებით.

დავით ბახტაძე -,,დროის მიუხედავად არ ნელდება ის ტკივილი, რომელიც 35 წლის წინანდელ 9 აპრილს გვახსენებს. ეს იყო უბადლო მაგალითი ერთიანობისა, ქვეყნის სიყვარულისა. ქედს ვიხრი იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს.ქვეყნის კეთილდღეობისთვის. სწორედ 2 წელიწადში ეს თარიღი იქცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედაც. ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს საკეთებელი, რომ სამშობლოსთვის დაღუპულთა იმედები ბოლომდე გავამართლოთ. მადლობა მათ თავისუფლებისთვის.”

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები