მარტვილში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ალექსანდრე ხურცილავამ, გივი ელიავამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა დარჯანიამ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას, გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი, საქართველოს ეროვნული გმირების – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ბიუსტები და აზა ადამიას საფლავი. მარტვილის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში არსებული გიორგი ჭყონდიდელის სახელობის საგანმანათლებლო წრის ახალგაზრდებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია და პატივი მიაგეს 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას.

1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ასობით დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა. დაღუპულთა შორის იყო მარტვილელი, პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეხუთე კურსის სტუდენტი 22 წლის აზა ადამია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები