გოგი მეშველიანი: საგანგებოდ მომზადებული ჯარისკაცები ვერ შევაკავეთ, ჯერ კიდევ უწვერ-ულვაშო ბიჭება

დღემდე ცხადად მომყვება უმწეობის შეგრძნებით გამოწვეული განცდა, როდესაც საბჭოთა ჯავშანტექნიკა, თუ კბილებამდე აღჭურვილი, საგანგებოდ მომზადებული ჯარისკაცები ვერ შევაკავეთ, ჯერ კიდევ უწვერ-ულვაშო ბიჭებმა…“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი  გოგი მეშველიანი წერს  სოციალურ ქსელში.

როგორც პარლამენტის წევრი  აღნიშნავს, რომ 9 აპრილი  უმძიმეს ტრაგედიასთან ერთად  არის ქართველი ხალხისა და ქვეყნის გამარჯვების , დამოუკიდებლობის სიხარულის მომტანი.

 

35 წლის შემდეგაც ძალიან ძნელია 9 აპრილის ღამეს, საბჭოთა შინაგანი და სადესანტო ჯარების საზარელი მხეცობის გახსენება.

დღემდე ცხადად მომყვება უმწეობის შეგრძნებით გამოწვეული განცდა, როდესაც საბჭოთა ჯავშანტექნიკა, თუ კბილებამდე აღჭურვილი, საგანგებოდ მომზადებული ჯარისკაცები ვერ შევაკავეთ, ჯერ კიდევ უწვერ-ულვაშო ბიჭებმა…

და რაოდენ დიდი იყო, ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადებით გამოწვეული სიხარული, რომელმაც თითქოს მხრებიდან ჩამომხსნა 9 აპრილის ტრაგიკული ღამის ტვირთი…

ამ ორმა თარიღმა შექმნა თანამედროვე საქართველოს დამოუკიდებლობა, რომლის შესანარჩუნებლად და დასაცავად, კიდევ ბევრ გამოწვევასთან მოგვიწევს გამკლავება.

სამარადისო ხსენება 9 აპრილს დაღუპულ გმირებს!

დიდება საქართველოს!“- წერს გოგი მეშველიანი

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები