ქსოვრისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზი შენდება
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული დარბაზის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება.
პროექტის მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, პირველ მოადგილესთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
მიმდინარე სამუშაოები ითვალისწინებს შეჯიბრებისათვის მთავარი დარბაზის, ასევე, გასახდელების, სველი წერტილების, ავტოსადგომის, პერსონალის ოთახების, სატრენაჟორო ოთახებისა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 900 000 ლარამდე შეადგენს.
ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.