ზვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორმა, ფერიდე შაინიძემ ქმრის მიერ მოკლულ ქალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მისი განცხადებით, “თავში ავარდნილ ქალებს ემართებათ ასე… სიკვდილამდე მიდის მათი საქმე” – აღნიშნულმა კომენტარმა სოციალური ქსელის მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია.
ამის შემდეგ, ფერიდე შაინიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ის წერს, რომ მას სოციალური ქსელი გაუტეხეს.
“სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექცია (სკოლის დირექტორი ფერიდე შაინიძე): ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ტრაგიკულად დაღუპული მელანოს გამო და აქვე გაცნობებთ, რომ ჩემი პირადი ფეისბუქით Feride Shainidze რომელიც გამიტეხეს და ისარგებლეს ბოროტულად, რომელიც ჩემი ოჯახის მიმართ იყო დაწერილი. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი ჩემი სახელით დაწერილი სტატუსის გამო”, – წერია განცხადებაში.
“კვირა” აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების კომენტარს მიღებისთანავე მოგაწვდით.
შეგახსენებთ, რომ გუშინ შუახევის მუნიციპალიტეტში საზარელი მკვლელობა მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცმა ცოლს ცივი იარაღით ყელი გამოჭრა, რის გამოც ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ცოლის მკვლელობის შემდეგ, მამაკაცმა სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.