აგარების მონასტრამდე მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი იგება

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ  ურაველში, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში,   სოფელ ურაველში ეკლესიასთან მისასვლელი გზის,  ჯვარიძეების უბნისა და აგარების მონასტრის გზის სარეაბილიტაციო  მონაკვეთებზე ეწყობა ბეტონის საფარი, მისაყრელი გვერდულები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები,   რკინა-ბეტონის კიუეტები და  ლითონის ცხაურები.

ამ ეტაპზე, აგარების სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზის 700 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება და ეწყობა საპარკინგე ადგილები.  სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ აგარის სამონასტრო კომპლექსი, ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუში და ახალციხის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც X-XI საუკუნეებით თარიღდება. პროექტის განხორციელების შედეგად  აღნიშნული მიმართულება ტურისტული თვალსაზრისით კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება და ვიზიტორების, მომლოცველებისა და ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის   გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული იქნება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები