დმანისში ორი ადამიანი დაჭრეს – პოლიციამ ცხელ კვალზე 1 პირი დააკავა

დმანისში ორი პირი დაჭრეს. შემთხვევა ფიზიკურ დაპირისპირებას მოჰყვა.

სამართალდამცველებმა, მომხდართან დაკავშირებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
შემთხვევა გუშინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები