რაჭაში მიწისძვრა მოხდა
რაჭაში, ონთან 6 წუთის შუალედით 2 მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 17:44 საათზე, ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 9 კმ-ში, სოფელ ირისთან 4.8 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.
მეორე მიწისძვრა კი 10 კმ-ში, სოფელ ირისთან თბილისის დროით 17:50 საათზე მოხდა და მისი სიმძლავრე მაგნიტუდა 4.2 (ML) იყო.