ჩეხეთის საელჩო ჭიათურის დღის ცენტრ „ჯეჯილის“ ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებს დააფინანსებს

ჩეხეთის საელჩო ჭიათურის დღის ცენტრ „ჯეჯილის“ ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებს დააფინანსებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ პროექტის “Child and Environment” კოორდინატორთან, ბავშვი და გარემოს მენეჯერთან, ირინე კვეზერელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე დღის ცენტრის რეკეაციული სივრცის რეაბილიტაციის საკითხები განიხილეს.
პროექტი ითვალისწინებს ეზოს მოწესრიგებას, ბილიკების გამოყოფას,დეკორატიული მცენარეების დარგვას.

მერმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთის საელჩოს და აღინიშნა, რომ ამ პროექტის მეშვეობით დღის ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე ბავშვებს უფრო დაცული,გალამაზებული და გამწვანებული გარემო ექნებათ,რაც მათ დასვენებას,განვითარებას და გართობას უკეთ შეუწყობს ხელს.
აღნიშნული პროექტის განხორციელებაში მუნიციპალიტეტიც აქტიურად ჩაერთვება.
შეხვედრას „ბავშვი და გარემოს“ჭიათურის დღის ცენტრის „ჯეჯილის“ დირექტორი ნუნუ კალევრა და დღის ცენტრ „ენძელას“ დირექტორი ანუკი უზნაძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები