გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება გრძელდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება გრძელდება, ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 2 620 მეტრია. გზის რეაბილიტაცია დასახლების ყველა ქუჩაზეა დაგეგმილი.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 499 498 ლარია.
პროექტის მიხედვით მოხდება როგორც ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ასევე სანიაღვრე არხების მოწყობა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ დევნილებს დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.
საგზაო ინფრასტრუქტურა გორის მუნიციპალიტეტში არსებულ სხვა ყველა დევნილთა დასახლებაში უკვე მოწესრიგებულია.
სამუშაოები მიმდინარეობს საქაშეთშიც – გზების მოვლა – პატრონობის პროექტით, მიმდინარეობს შიდა გზების ფრაქციული ღორღით მოწყობა.
სოფლებში შიდა საუბნო და ცენტრალური გზები ეტაპობრივად მოწესრიგდება.