ბათუმში კიდევ ერთი იუსტიციის სახლი გაიხსნება
ბათუმში, მზარდი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებისთვის, კიდე ერთი იუსტიციის სახლი გაიხსნება. ახალი ფილიალის მოწყობის მიზნით, იუსტიციის სახლსა და „ბათუმი ცენტრალს“ შორის
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ხელშეკრულება გაფორმდა.
ახალი ფილიალი, რომელიც ბათუმი ცენტრალში განთავსდება, ადგილობრივ
მოსახლეობას 500-მდე სერვისის ერთ სივრცეში, კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიღების შესაძლებლობას
მისცემს.
ახალი ფილიალი ასევე მორგებული იქნება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე.
ბათუმის რიგით მეორე იუსტიციის სახლში 40-მდე ადგილობრივი დასაქმდება.დოკუმენტს ხელი იუსტიციის
მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ და „ბათუმი ცენტრალის“ დირექტორმა,
ჯიმშერ ზოიძემ მოაწერეს. იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული
მიმართულებაა სახელმწიფო სერვისების
ხელმისაწვდომობის გაზრდა; დღეისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 118 იუსტიციის
სახლი და 20 მობილური იუსტიციის სახლი
ფუნქციონირებს.