ფოთში საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვება იზეიმეს
ფოთში, საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას მოქალაქეები გვიან ღამემდე აღნიშნავდნენ. ისმოდა გამარჯვების შეძახილები, ტაში, საზეიმო სიმღერები, აფრიალებდნენ საქართველოს დროშას.
ფოთელი გულშემატკივრები საქართველო-საბერძნეთის მატჩს, ღია ცის ქვეშ დამონტაჟებულ ეკრანებზე ადევნებდნენ თვალს.