სახელმწიფო რწმუნებულმა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჭიდაო დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოს პარლამენტში
ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა, გოგი მეშველიანმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა,
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჭიდაო დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.
პროექტის ფარგლებში შენობას უტარდება სრული რეაბილიტაცია, იცვლება სახურავი, ილესება და იღებება როგორც შენობის შიგნით ასევე გარე ფასადი, იცვლება ელექტრობა, ფანჯრები, ეწყობა ახალი იატაკი. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ფინანსდება და 600 ბენეფიციარს მოემსახურება. საჭიდაო დარბაზი ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება და ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ადგილზე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ილია ჯალაღანია და დმანისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, კახა პეტრიაშვილი.