მარტვილის მერმა ლიდა ფაცაციას 100 წლის იუბილე მიულოცა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშია, თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ლიდა ფაცაციას იუბილე მიულოცა. იუბილარს 100 წელი შეუსრულდა.

ლიდა ფაცაცია 1924 წელს დაიბადა, მას 4 შვილი, 11 შვილიშვილი, 15 შვილთაშვილი და 1 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის „100 წელს გადაცილებული მოქალაქეების დახმარების პროგრამის ფარგლებში“ იუბილარს 2000 ლარი ჩაერიცხება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები