გოგი მეშველიანი: თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ვუზრუნველყოთ ხანდაზმულთა ღირსეული ცხოვრება
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში „დღის ცენტრს 60+“ სტუმრობდა სადაც ყოველდღიურად იკრიბებიან სხვადასხვა სფეროს დამსახურებული ადამიანები და დღეს საინტერესოდ ატარებენ.
„შთაბეჭდილებებით სავსე საღამო გვაჩუქეს. შეუძლებელია მათმა ხალისმა, ნიჭმა, ენერგიულობამ და კრეატიულობამ გულგრილი დაგტოვოს. თითოეულ მათგანს დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა უზრუნველვყოთ ხანდაზმულთა ღირსეული ცხოვრება და შევუწყოთ ხელი მათი რესურსების მაქსიმალურ გამოყენებას და საზოგადოებაში ინტეგრირებას.“ – განაცხადა გოგი მეშველიანმა
აღნიშნული ცენტრი პროექტის „ღირსეული სიბერე“ ფარგლებში ფუნქციონირებს, რისთვისაც პარლამენტის წევრი მადლობას უხდის იდეის განმახორციელებელს იულია ხარაშვილს.