გორის მერია: სკრასა და ბეთლემში სკოლასთან მისასვლელ გზებზე ასფალტის საფარი დაიგო

გორის მერიის ინფორმაციით, სკრასა და ბეთლემში სკოლასთან მისასვლელ გზებზე ასფალტის საფარი დაიგო.
“გარდა სკოლასთან მისასვლელი გზისა ბეთლემში მოასფალტდა სკოლის ეზო, ხოლო სკრაში მოიხრეშა სავარგულებთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც სამი სოფლის (სკრა, რიეთი, ბეთლემი) მოსახლეობას ემსახურება.
სამუშაოები ადგილობრივი გზების მოვლა – შენახვის მომსახურეობის ფარგლებში ჩატარდა.
გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებს ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით გორის მუნიციპალიტეტს მთელი წლის განმავლობაში ემსახურება.
კონტრაქტორმა კომპანიამ მიმდინარე წლის განმავლობაში ზემო ნიქოზში გზის მონაკვეთზე მოაწყო ასფალტის საფარი, ზერტსა და ზემო ხვითში ჩაატარა გზების ორმოული შეკეთების სამუშაოები, საქაშეთსა და ყელქცეულში კი მოხრეშა შიდა გზები.
შეთანხმება ითვალისწინებს:
გზის სავალი ნაწილის მოვლა-შენახვას (სეზონის გათვალისწინებით)

ტროტუარებზე საფარის მოწყობას

სანიაღვრეების რეაბილიტაციას
ხელოვნური ნაგებობის მოვლა-შენახვას

მიწის ვაკისის მოვლა-შენახვას

მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალებების მოვლა-შენახვას
ხელშეკრულების ღირებულება 2 მილიონი ლარია. ანგარიშსწორება შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით ხორციელდება”,- წერია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები