ბოლნისის მერი სოფელ ხიდისყურში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატთან, საქართველოს პარლამენტის წევრ გოგი მეშველიანთან და ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ ია სვანიძესთან ერთად, სოფელ ხიდისყურში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს დაესწრო.
,,ნათელი მომავლის ახალგაზრდული ცენტრისა“ და ,,სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის“ ორგანიზებით, ხიდისყურში ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა სამირა ისმაილოვამ და არაზ მუსაევამ სტუმრებს ნოვრუზ ბაირამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
სახალხო დღესასწაულზე დამსწრე საზოგადოებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა გოგი მეშველიანმა სიტყვით მიმართეს და ნორვუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცეს.
ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა სტუმრებისთვის თეატრალიზებული წარმოდგენა და აზერბაიჯანული ტრადიციული ნომრები შეასრულეს. ღონისძიება ხიდისყურში სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა და ოპერის მოწვეულმა მომღერალმა იამზე ურუმაშვილმა, სპეციალურად ამ დღისთვის მიძღვნილი მუსიკალური ნომერი შეასრულა.