ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა, ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტი წელსაც შეუერთდა ჭრელი წინდების კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური საწარმო „ბაბალეს“ მიერ დამზადებული წინდები შეიძინა. წინდების გაყიდვიდან შემოსული თანხა კი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს მოხმარდებათ.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსთან, იროდი უგრეხელიძესთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად, საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრი „განთიადის“ ბენეფიციარები მოინახულა.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ცენტრის ბენეფიციარებს ტკბილეული მიუტანეს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე მიულოცეს და ჭრელი წინდებით სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

„განთიადის“ ბენეფიციარები სტუმრების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარდგნენ.

„საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“ წელს მეცამეტედ აღნიშნავს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს. წლევანდელი მსოფლიო კამპანიის გზავნილია „ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები“.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები