21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.
ლანჩხუთის მერის მოადგილეებმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან და ასოციაცია ,,საბას” წარმომადგენელთან ერთად, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ადმინისტრაციულ შენობაში საჩუქრები გადასცეს.
“დღეს ადმინისტრაციულ შენობაში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს ვუმასპინძლეთ და მერის სახელით საჩუქრები გადავეცით” – აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ ეკატერინე გუჯაბიძემ.