წელს პირველად აჭარა სალაშქრო ფესტივალს უმასპინძლებს

წელს, პირველად აჭარაში სალაშქრო ფესტივალი ჩატარდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციისა და აჭარაში ლაშქრობის სტიმულირების მიზნით ფესტივალის ჩატარებას ზაფხულში გეგმავს. 4 დღის განმავლობაში, ფესტივალის მონაწილე მოლაშქრეები და მოგზაურები 45 კმ-ნ საფეხმავლო მარშრუტს ჩირუხი-ხიხანი -შუამთის ტბები – ბეშუმი – გოდერძი – ალპური ბოტანიკური ბაღი“ დალაშქრავენ.

ტურისტული ბილიკები მოიცავს ალპურ ზონას, ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას, ისეთს როგორიცაა შრატიანის და შუამთის ტბები, ხიხანის ციხე, ალპური ბაღი, მწვანე ტბა, ასევე სხვადასხვა შემეცნებით და ინტერაქტიულ აქტივობებს, კულინარიული მასტერკლასებსა და შეჯიბრებებს. ფესტივალი სტარტს ჩირუხში აიღებს და ალპურ ბოტანიკურ ბაღში დასრულდება. მისი მიზანი ლაშქრობის, როგორც სათავგადასავლო ტურიზმის სახეობის პოპულარიზაცია, მოლაშქრე-მოგზაურებისთვის კი აჭარის ტურისტული ბილიკებისა და მარშრუტების გაცნობაა. სალაშქრო ფესტივალი აჭარაში პირველად ტარდება და მასში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეებისთვის რეგისტრაცია მაისში დაიწყება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები