ახმეტაში ქმარმა ცოლი დაჭრა

ახმეტის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლს ჭრილობა დანით, ზურგის არეში მიაყენა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, პოლიციამ მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიება 11 პრიმა 19 119 მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები