გოგი მეშველიანი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს – მადლობა თქვენი არც თუ მარტივი საქმიანობისთვის, გისურვებთ ბევრ წარმატებას!
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
„ ჟურნალისტებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს!
თქვენი შრომა და ინფორმაციის ობიექტურად გაშუქება მნიშვნელოვანია არამხოლოდ საზოგადოების ინფორმირებისათვის , არამედ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის.
მადლობა თქვენი არც თუ მარტივი საქმიანობისთვის. გისურვებთ ბევრ წარმატებას! „–წერს გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში