გოგი მეშველიანი ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ბოლნისის კულტურის ცენტრში,  ახალგაზრდული სათემოს ინიციატივითა და ორგანიზებით გამართულ,  ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ  ღონისძიებას დაესწრო.

მონაწილეებმა   წარადგინეს   პრეზენტაცია „ნოვრუზ ბაირამის მნიშვნელობასა და ტრადიციებზე“ ,  აზერბაიჯანული ეროვნული ცეკვები, ქართველი პოეტების ლექსები და სიმღერები.

„ჩვენს თანამოქალაქეებს,  კიდევ ერთხელ ვულოცავ დღესასწაულს, გაზაფხულის, განახლების, სიცოცხლის და იმედის დღეს.

 მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა ახალგაზრდებთან ერთად აღმენიშნა. ეს თაობა არის ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის გარანტი.

მსურს, მადლობა გადავუხადო ღონისძიების ორგანიზატორებს. მნიშვნელოვანია, როცა ერთობლივად ხდება დღესასწაულების აღნიშვნა. მსგავსი აქტივობები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს  ერთმანეთის კულტურული ტრადიციების  ახლოს გაცნობას და ჩვენი თანამოქალაქეების სრულფასოვან ინტეგრაციას.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები