ბათუმის ერთ-ერთი კერძო სკოლიდან მოსწავლეებისა და პედაგოგების ევაკუაცია განხორციელდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 1 საათის წინ, უცნობმა პირმა სკოლის ადმინისტრაციაში დარეკა და განაცხადა, რომ შენობა დანაღმულია.
“კვირას” ინფორმაციით, ამ წუთებში საგაკვეთილო პროცესი შეწყვეტილია და ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.