ოზურგეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება. დოლიძის ქუჩაზე, მერიის დაფინანსებით გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად გაეცნო.
„განვაგრძობთ საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას ოზურგეთში – ამჯერად, დოლიძის ქუჩაზე გზის სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებთ. პროექტის ბიუჯეტი 1 098 000 ლარს შეადგენს. გარდა გზის რეაბილიტაციისა, აქ სრულად განვაახლეთ და მოვაწესრიგეთ მრავალბინიანი კორპუსები საქართველოს მთავრობის და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით; ასევე, მოეწყო დამატებითი გამწვანება, განათება და ჩვენი ინოვაციური პროექტის – „სტრიტ-არტის” ფარგლებში თემატური გრაფიკული ნახატებით მოიხატა შენობების ფასადები,”- აღნიშნა მერმა.