საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება

სინოპტიკოსების პროგნოზით, 16 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი.

„მოსალოდნელმა ნალექმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები