ოზურგეთში მომსახურების ცენტრის ოფისის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ოზურგეთში მომსახურების ცენტრის ოფისის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან და მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელთან, გია ანთაძესთან ერთად გაეცნო.
„ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ ჩვენი მუნიციპალიტეტის სისუფთავეზე, უკვე აქვთ როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის უნიფორმები; თანამედროვე ტექნიკა საჯარო სივრცეების მოვლისა და დასუფთავებისთვის, ასევე, ახალი მანქანები ნარჩენების შეგროვებისა და მართვისთვის. ჩვენი მიზანია, ოზურგეთი იყოს სუფთა, მოწესრიგებული და საცხოვრებლად კომფორტული მუნიციპალიტეტი. ამისთვის გვაქვს გეგმა და თანმიმდევრულად ვასრულებთ სამუშაოებს, რომელსაც საზოგადოებას დავპირდით,“- აღნიშნა მერმა.