გოგი მეშველიანი ბოლნისის ბიუროში მოქალაქეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი  მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი  – გოგი მეშველიანი ბოლნისის ბიუროში მოქალაქეებს შეხვდა.

„დღეს ბოლნისის სამაჟორიტარო ბიუროში მოქალაქეებს შევხვდი. მოვისმინე მათი საჭიროებები და ვიმსჯელეთ გამოწვევების დაძლევის გზებზე.

ჩვენთვის თანამოქალაქეებთან მჭიდრო კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, რათა შესაძლებლობებისა და კომპეტენციის ფარგლებში შევძლოთ დღის წესრიგში მდგარი საკითხების დროული გადაწყვეტა.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები