გოგი მეშველიანმა დმანისში ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ბოლნისის,დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა დმანისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან, დმანისის მუნიციპალიტეტის მერ კობა მურადაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილთან ერთად მოინახულა.
„დმანისში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს , რაც მოსახლეობის მოთხოვნისა და ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება.
მიმდინარეობს დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, შენობას უტარდება სრული რეაბილიტაცია, ილესება და იღებება როგორც შენობის შიგნით ასევე გარე ფასადი.
ქალაქ დმანისში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ბიბლიოთეკის შენობას, სრული რეაბილიტაცია უტარდება, სადაც იფუნქციონირებს ელექტრონული ბიბლიოთეკაც.
სერვის ჯგუფისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ეწყობა სრულად თანამედროვე სივრცე – საოფისე ფართი, კეთილმოწყობა ეზო და ავტო ფარეხები, რაც 100-მდე თანამშრომელს გაუუმჯობესებს სამუშაო პირობებს.“- განაცხადა გოგი მეშველიანმა
აღნიშნული პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 989 756 ლარს.