ბათუმში სერვისის განვითარების ტრენინგები იწყება

აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამები იწყება, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საგაზაფხულო ტრენინგ პროგრამას ტურიზმის დარგში დასაქმებული პირებისთვის მარტის ბოლოდან დაიწყებს. ტრენინგები განკუთვნილი იქნება სომელიებისთვის, ბარისტებისთვის, მიმტანებისთვის, დასუფთავსების სამსახურისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებისთვის. მოკლე ვადიანი თეორიულ-პრაქტიკული საგანმანათლებლო პროგრამა ასევე მოიცავს სპიკერების საჯარო ლექციებსა და  სომელიების სერტიფიცირებულ ტრენინგკურსს. საგაზაფხულო ტრენინგებზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ. ტრენინგების განრიგი დეპარტამენტის სერვისის განვითარების ვებგვერდზე serviceajara.ge განთავსდება და მასზე რეგისტრაცია ონლაინ იქნება შესაძლებელი.

მიმდინარე წელს, რეგიონში სერვისის განვითარების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა უკვე უმასპინძლა გიდების პირველ საერთაშორისო კონფერენციას, გასულ წელს, კი პირველ გასტრო-ფორუმს „გასტრო ბათუმი“. წელს, პირველად ასევე იგეგმება Coffee fusion –ის ბათუმში ჩატარება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები