ქალაქ ახალციხეში ღვაწლმოსილ ქალებთან შეხვედრა გაიმართა

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის  წარმომადგენლები უფროსი თაობის ღვაწლმოსილ და სხვადასხვა პროფესიის  ახალციხელ ქალებს   შეხვდნენ.

ღონისძიების სტუმრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ვარდიაშვილი,  მერის პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი და სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის  ხელმძღვანელი ინა კაპანაძე მიესალმნენ, ქალთა დღესასწაული მიულოცეს  და წარმატებები უსურვეს.

მოწვეულმა ქალბატონებმა   საზოგადოებრივ განვითარებაში ქალების წვლილზე ისაუბრეს,  გაიხსენეს აქტიური თანაქალაქელები და სასიამოვნო მოგონებები  პროფესიული საქმიანობიდან, ღონისძიების ორგანიზატორებს კი მადლობა გადაუხადეს.

საღამო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის    ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ბოლოს,  ქალბატონებს  ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მადლობის სიგელები,  ყვავილები და საჩუქრები გადაეცათ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ  ქალთა დღესასწაულს,    ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებებს გისურვებთ! – წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები