სენაკში ჟიული შარტავას 80 წლის იუბილეს აღნიშნავენ
საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 80 წლის საიუბილეო თარიღი განსაკუთრებულად
აღინიშნება მის მშობლიურ ქალაქ სენაკში. სენაკში დილიდან სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა,
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. შარტავას ბიუსტთან დილიდან მოდიან და პატივს მიაგებენ სენაკელები.
ამასთან, დღესვე სენაკში გაიხსნა ეროვნული გმირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა,
საკათედრო ტაძარში ჩატარდა ჟიული შარტავას და აფხაზეთში გმირულად დაღუპულთა სულების
მოსახსენიებელი პანაშვიდი. დღესვე სენაკის თეატრში ჟიული შარტავას ცხოვრების ამსახველი სპექტაკლის
„დაბადების დღე” ჩვენება გაიმართება. სპექტაკლი რუსთავის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრალურმა დადგა.