ხელვაჩაურის სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ცოლ-ქმარს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ხელვაჩაურის სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ცოლ-ქმარს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარმა, ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 68,3252 გრამი მეთადონი (მარილი).

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინათ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები