ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში ღვაწლმოსილ ქალბატონებს სიმბოლური საჩუქრები  გადასცეს

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში ღვაწლმოსილ ქალბატონებს ცისანა ნადირაძეს, ლია დეკანოიძეს,  მარინა წერეთელს და ყველაზე ახალგაზრდა ქალბატონებს ეთერ აბუთიძეს, მარიამ ივანაშვილს და  ნონა კობერიძეს მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები  გადასცეს, ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.

ლევან ივანაშვილმა საჯარო სამსახურში მრავალწლიანი მუშაობისთვის ქალბატონებს, ხოლო ახალგაზრდებს წარმატებული დასაწყისისთვის  მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები