ზაზა შავაძე მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ერთეულების წარმომადგენლებთან აგრძელებს შეხვედრებს

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე აგრძელებს შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციულ ერთეულების წარმომადგენლებთან, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

,,ჩვენ აქტიურ კომუნიკაციას ვაგრძელებთ მუნიციპალიტეტებში, რათა ფერმერებს გაუჩინოთ მოტივაცია ჩაერთონ სამინისტროს პროექტებში, გაზარდონ წარმოება და მიიღონ მეტი შემოსავალი. პროგრამების მიზანია, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობა, აგროსასურსათო სექტორში შემოსავლების ზრდისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა“ – განაცხადა მინისტრმა შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტში შეხვედრისას.

სამინისტრო 2024 წელს განახორციელებს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამას, რომელიც მოიცავს ორ ღონისძიებას საოჯახო მეურნეობების და სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას, რისთვისაც დაფინანსდება 4 781 712 ლარი.

გაგრძელდება სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავება. მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში, 2170 ჰექტარი ფართობი დამუშავდება შესაბამის აგროვადების მიხედვით.

2024 წელს სამინისტრო განახორციელებს სამელიორაციო სისტემების მართვა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 1 856 340 ლარს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება არანაკლებ – 31,54 კმ არხის რეკონსტრუქცია.

შეხვედრებს მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ბერიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ფრიდონ ფუტკარაძე, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები და პროგრამების განხორციელების დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები