ფოთის მერია, წელს პირველად, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიას 2 მიმართულებით გასცემს

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო!

წელს პირველად, ​განაცხადები მიიღება და სტიპენდია გაიცემა 2 მიმართულებით:

უკვე ტრადიციულად, ყველა ფოთელი სტუდენტისთვის, რომელიც სწავლობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი და მეორე საფეხურის პროგრამებზე – 30 სტუდენტი გახდება სტიპენდიატი.

​დ​ა სიახლე – ​სტიპენდია გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ​ი, ავტორიზებულ​ი უმაღლეს​ი საგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი საფეხურის პროგრამების 5 სტუდენტისათვის.

თუ ხარ სტუდენტი და გაქვს 2023-2024 სასწავლო წლის პირველი სემესტრის წარმატებული შედეგები​ – ჩაერთე კონკურსში და მოიპოვე დაფინანსება!

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდიის მიზანია სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული ფოთელი სტუდენტების ფინანსური წახალისება.

კონკურსში მონაწილეობისთვის 6 მარტიდან – 2 აპრილის 18:00 საათის ჩათვლით გამოგზავნეთ განაცხადი მითითებულ ელ.ფოსტაზე: scholarship@poti.gov.ge ან დოკუმენტაცია წარმოადგინეთ მატერიალური სახით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში (მისამართი: აღმაშენებლის ქუჩა N12) – წერია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე:

https://tinyurl.com/4td8fndk

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები