ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო, ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
ახალი საბავშვო ბაღი, Design-Build მეთოდით 75 ბავშვზე იქნება გათვლილი; მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, კომუნიკაციები და სველი წერტილები; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 482 623 ლარს შეადგენს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს – მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.