ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ
გურიანთაში, აჭარის უბნის დასახლებაში, ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, განახლებული ხიდი ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.

„ განვაგრძობთ სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას
და განახლებას. როგორც დავპირდით საზოგადოებას, საქართველოს მთავრობის
მხარდაჭერით, სოფელ გურიანთაში, აჭარის უბნის დასახლებაში – ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა. სამუშაოები „სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების“ ფარგლებში განხორციელდა,“- აღნიშნა
მერმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები