ბოლნისის მერი საფეხბურთო კლუბ ბოლნისის ,,სიონის“ ახალწვეულების წარდგენის ღონისძიებას დაესწრო

თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, საფეხბურთო კლუბმა ბოლნისის ,,სიონმა“, გულშემატკივრებს ახალწვეულები წარუდგინა.
ბოლნისის ,,სიონი“ ახალ სეზონს ახალი სათამაშო ფორმით იწყებს. წლევანდელ სეზონზე, ბოლნისური კლუბი მაკრონის ფირმის მაისურებით იასპარეზებს. ღონისძიებაზე, კლუბის ხელმძღვანელობამ გულშემატკივარს მიმდინარე სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნო.
კლუბის არსებობის ისტორიაში, წელს პირველად ყალიბდება საფეხბურთო სკოლა „სიონი“. სკოლაში აღზრდილ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ექნებათ პერსპექტივა ასპარეზობა საფეხბურთო კლუბ ბოლნისის ,,სიონის“ რიგებში გააგრძელონ.
ახალწვეულების წარდგენის ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი პაპუნა მუშკუდიანი, კომპანია ,,არემჯის“ სიესარ მენეჯერი ზურაბ დევდარიანი და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.
დავით შერაზადიშვილმა, ბუბა გობეჯიშვილმა და პაპუნა მუშკუდიანმა ახალწვეულებს გუნდის მაისურები გადასცეს და „სიონს“ ეროვნულ ლიგაში წარმატებული ასპარეზობა უსურვეს.
ღონისძიების დასასრულს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს დავით შერაზადიშვილს კლუბისგან საჩუქრად სპეციალური მაისური გადაეცა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები