ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა/რეაბილიტაცია.
სოფელ გვარაში საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
მათივე ცნობით, ადგილზე 105 აღსაზრდელზე გათვლილი, სამჯგუფიანი ბაღი ეწყობა.
სამუშაოებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ კვირიკეში.
მომავალი წლისთვის მერია რამდენიმე სოფელში გეგმავს საბავშვო ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაციის განხორციელებას.