აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ანა ლიბერგს შეხვდა.
თორნიკე რიჟვაძემ შვედ დიპლომატს საქართველოში ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ასევე, მადლიერებით აღნიშნა შვედეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, შვედეთი საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია და მნიშვნელოვანია მისი ჩართულობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ელჩს აჭარის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და შვედეთს შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ კავშირებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, უსაფრთხოება, განათლება, კულტურა.