ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზესტაფონში, სოფელ დილიკაურისა და ქველეთუბნის დამაკავშირებელი საუბნო გზის კეთილმოწყობა დაიწყო, ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

ინფრასტრუქტურული პროექტის მონიტორინგი ზესტაფონის მერმა, ვასილ გველესიანმა, ვიცე მერთან, გიორგი ჯუღელთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელა.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გზის ზედაპირზე არმირებული ბეტონის საფარი ეწყობა. საუბნო გზით ყოველდღიურ რეჟიმში 300-ზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

“განახლებული ინფრასტრუქტურით სულ მოკლე დროში კიდევ ორი სოფლის 300-ზე მეტი ადგილობრივი მცხოვრები ისარგებლებს. ისინი მარტივად, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, დროის მოკლე მონაკვეთში შეძლებენ, როგორც ერთი სოფლიდან მეორეში, ასევე ცენტრალურ მაგისტრალთან დაკავშირებას” ,- განაცხადა ვასილ გველესიანმა.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სატენდერო ვალდებულებით, გზის მოწყობის სამუშაოებს შპს “ბორანი” ახორციელებს. გზის რეკონსტრუქციაზე 365 900 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები